ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

6 დეკემბერი, 2017 • 2473
ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

სტრასბურგის სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სასამართლო განხილვების ინიცირება მოახდინა. ამ პროცედურას, რომელიც ევროსასამართლოს აღუსრულებელი გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მინისტრთა კომიტეტი პირველად იყენებს.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

საქმე შეეხება აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს, მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (ReAL) ლიდერს, ილგარ მამადოვს, რომელიც 2013 წელს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. მამადოვი ამავე წლის თებერვალში ანტისახელისუფლებო აქციის დროს დააკავეს.

2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამადოვის დაკავება ადამიანის უფლებათა შელახვა იყო, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანს 2017 წლის 29 ნოემბრამდე მისცა დრო, რათა აზერბაიჯანულმა მხარემ წერილობით უპასუხოს, შემდეგ კი ილგარ მამადოვის საქმე ევროპულ სასამართლოში დაბრუნდება.

“დადგა დრო, აზერბაიჯანი სერიოზულად დაფიქრდეს მის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებზე და იმაზე, სურს თუ არა ამ ვალდებულებების შესრულება”, – განაცხადა რამდენიმე კვირის წინ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიონ იაგლანდმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი