ახალი ამბები

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში- 2017-ის გამარჯვებულები

5 დეკემბერი, 2017 • 4279
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში- 2017-ის გამარჯვებულები

გამოვლინდნენ გამარჯვებულები 2017 წლის კონკურსის – ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”, რომელიც განხორციელდა  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი თანამშრომლობით.

წელს პრიზები შვიდ კატეგორიაში გაიცა. საპრიზო კატეგორიებია:

​ა.  საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – გამარჯვებულია სალომე გორგოძე, თათია ხალიანი, ლიბერალი

ბ. საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – ნათია ორველაშვილი, იმედი

გ. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში  – ნინო აბდალაძე, ნანუკა ბრეგაძე, Ifact.ge

დ. საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – ცქრიალა შერმადინი, სტუდია მონიტორი

ე. საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – ბექა ყორშია,ინდიგო

ვ. საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – დინა ოგანოვა, ფოტოპროექტი: გოგო დაიბადა

ზ. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში) – ნინო გოგუა, OC-media

​პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1,250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას.

“2012 წელს დაარსებული ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკაში. დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში მაღალი პროფესიული სტანდარტების და ეთიკური ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს’, – ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი