ახალი ამბები

10 000 აშშ დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის მერიის თანამშრომელი დააკავეს

4 დეკემბერი, 2017 • 2116
10 000 აშშ დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის მერიის თანამშრომელი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი რ.ბ. დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი,  ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000  აშშ დოლარი.

“2017 წლის 30 ნოემბერს აღნიშნულმა პირმა  წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.” – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას გულისხმობს. მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელი თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი