ახალი ამბები

EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოში წლის ბოლომდე სამპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება

17 ივლისი, 2013 • • 1125
EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოში წლის ბოლომდე სამპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება

სერ სუმა ჩაკრაბარტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია: 

 

„სხვა ქვეყნებში პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა მეტნაკლებად უმჯობესდება. საქართველოში კი სხვანაირად მოხდა. შეინიშნება ინვესტიციების შემცირება და ასეთ პირობებში, სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდის სამპროცენტიანი მაჩვენებელი დარჩება. ეკონომიკის ზრდის გასაუმჯობესებლად გარკვეული ზომების გატარებაა საჭირო. უპირველესად, უნდა გაუმჯობესდეს საინვესტიციო კლიმატი, რაც ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს“.

 

სერ სუმა ჩაკრაბარტის ინფორმაციით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მისი თქმით, ის პრემიერს დაჰპირდა, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის დახვეწაში დაეხმარება.

EBRD-ის პრეზიდენტი ეროვნულ ბანკში
EBRD-ის პრეზიდენტი ეროვნულ ბანკში

მასალების გადაბეჭდვის წესი