“ღონისძიების მიზანი დაავადებულთა მხარდაჭერის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ფონდის შექმნა და ბიზნესის მხარდაჭერის მოპოვებაა” – განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა ნინო პერტენავამ.

 

მისი თქმით, ფონდი ახლახან შეიქმნა და შეეცდება ბიზნესის მხარდაჭერა და დაფინანსება მოიპოვოს: “მოპოვებული დაფინანსება იმ პროცედურებზე და მანიპულაციებზე დაიხარჯება, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. ბიზნესი წლის ბოლოს მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას, თუ რაში დაიხარჯა ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული ფული.”

 

ფონდის პროექტის დირექტორის ლაშა ღლონტის განცხადებით, კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ გარკვეულ ასაკობრიივ ჯგუფებზე მოქმედებს და მოსახლეობის დანარჩენი დიდი ნაწილისთვის სკრინინგული კვლევები, ასევე, სხვადასხვა ონკომარკერები, რომელიც პაციენტის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, ისევ ფასიანი რჩება: “ფონდი ბიზნესის მხარდეჭერით სოციალურად დაუცველი ფენების იმ ონკოლოგიურ დიაგნოსტიკას დააფინანსებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით. “

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი სტატისტიკით, საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში სიმსივნით 8 000 ადამინი გარდაიცვალა, ხოლო კიბოთი დაავადებული ადამიანების რაოდენობა 55 პროცენტით გაიზარდა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *