ახალი ამბები

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

2 დეკემბერი, 2017 • 1858
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ა.ქ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული ჰ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი 17, 012 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ქ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული 7 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი 3,9447 გრ ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო,”-წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი