მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი წესით აღარავინ დაისჯება. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სარჩელის ავტორი მოქალაქე გივი შანიძე იყო. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ჩანაწერს ასაჩივრებდა, რომლითაც დასჯადი იყო მარიხუანის მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. გივი შანიძის ინტერესებს სასამართლოში „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია იცავდა.
მარიხუანის მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 2015 წელს გაუქმდა ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმის შემდეგ, თუმცა აქამდე ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 60 გრამამდე გამომშრალ მარიხუანას ეხებოდა.
დღეს, 30 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში მარიხუანის ოდენობა ნახსენები აღარ არის.
მარიხუანის მოხმარებაზე პირს შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს.