ახალი ამბები

კალაძე: კომპანიებთან, რომლებიც ხეებს აასფალტებენ, ვერ ვითანამშრომლებთ

29 ნოემბერი, 2017 • 3774
კალაძე: კომპანიებთან, რომლებიც ხეებს აასფალტებენ, ვერ ვითანამშრომლებთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ხეებს აასფალტებენ, მომავალში ვერ ითანამშრომლებენ.

“ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კონკრეტული ფოტოები, რომელიც არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და, სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ეს კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა, თუ შეცდომა მოუვიდა. თუ მიზანმიმართულად გააკეთა, ეს კიდევ უფრო უბედურებაა. ეს არის ხეების მოასფალტება, ეს რაღაც სიახლეა, ახალია რაღაც. მე მინდა კეთილმოწყობის ტრანპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. ასე რომ, გავითვალისეინოთ ეს ყველაფერი, რომ შემდგომში არ განმეორდეს, ვინაიდან ეს ხდება შემდგომ ქილიკის საგანი სოციალურ ქსელში,” – განაცხადა კახი კალაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი