ახალი ამბები

ძიძიგური: საქალაქო სასამართლოსთან მოვლენების ესკალაციას არ უნდა ველოდოთ

15 ივლისი, 2013 • • 1006
ძიძიგური: საქალაქო სასამართლოსთან მოვლენების ესკალაციას არ უნდა ველოდოთ

როგორც ზვიად ძიძიგურმა “ნეტგაზეათს ” განუცხადა,  შს სამინისტრო კარგად არის მომზადებული და გამორიცხულია იგივე განმეორდეს, რაც 17 მაისს მოხდა:

 

“კანონის წინაშე ყველა თანასწორიია. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება იმას, რომ აქ არის რაიმე სახის პოლიტიკური დაკვეთა და პოლიტიკოსები ერევიან ამ საქმეში, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს ასე არ არის. არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სასამართლო თავის მოვალეობას თავს გაართმევს” – განაცხადა ძიძიგურმა.

 

როგორც ცნობილია, დღეს სასამართლო პროცესიის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბრალდებული მღვდლების მხარდასაჭერი აქციის გამართვაა დაგეგმილი. ძიძიგური ამბობს, რომ ადამინებს აქვთ აქციის ჩატარების და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ეს სასამართლოზე ზოწოლაში არ უნდა გადაიზარდოს. 

 

“რაც შეეხება დაპირისპირებას, მე არ ვფიიქრობ, რომ რაიმე ტიპის ესკალაციას უნდა ველოდოთ” – განაცხადა ძიძიგურმა. 

 

17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს – სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს, დილით, წაუყენეს, სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. სამართალდამცავებმა იმავე მუხლით ბრალდება სასულიერო პირების გარდა, კიდევ 2 პირს წაუყენეს, რომლებიც პოლიციის ცნობით, ბრალს აღიარებენ.

 

სამართალდამცავებმა კიდევ 4 პირი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმის, 100 ლარის დაკისრების შემდეგ მეორე დღესვე გაათავისუფლეს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი