ახალი ამბები

თბილისში ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს

29 ნოემბერი, 2017 •
თბილისში ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს

29 ნოემბრის დილით თბილისში არსებულ ძეგლთა ნაწილი მოქალაქეებს პირბადით შენიღბული დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია კამპანიის როგორც ინიციატორი, ისე მიზანი. თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. მათი დიდი ნაწილის ვარაუდით, შესაძლოა, პერფორმანსი ჰაერის დაბინძურების პრობლემას უსვამდეს ხაზს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე შენიღბულები ჩანან გიორგი ლეონიძის, გალაქტიონ ტაბიძის, ილიასა და აკაკის, მიხეილ თუმანიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა ძეგლები.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ “პატივსაცემი ადამიანების ძეგლების პირბადეებით აღჭურვა შეურაცხყოფაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი