ახალი ამბები

კალაძის მოადგილემ შსს–ს დაცვის პოლიციის უფროსის პოსტზე გადაინაცვლა

28 ნოემბერი, 2017 • 4198
კალაძის მოადგილემ შსს–ს დაცვის პოლიციის უფროსის პოსტზე გადაინაცვლა

გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილედ წარადგინა, ახლა შსს–ს დაცვის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

ნიკოლეიშვილი კახა კალაძემ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მერის მოადგილედ 13 ნოემბერს წარადგინა. გიგა ნიკოლეიშვილი წინა მერის, დავით ნარმანიას მერობის პერიოდშიც მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2016 წლიდან.

გიგა ნიკოლეიშვილს განათლება აშშ–ში, ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტსა და პოლიციის აკადემიაში აქვს მიღებული. თბილისის მერიის გარდა იგი მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი