სასამართლოს პროკურატურამ შუამდგომლობით დღეს მიმართა. პროკურატურის შუამდგომლობის მიხედვით, აღმკვეთ ღონისძიებად მათ  რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისთვის გირაოს შეფარდება  თითოეულისთვის ერთი მილიონი ლარის  ოდენობით მოითხოვა, ხოლო ივანე ცაგურიასთვის – წინასწარი პატიმრობის შეფარდება. 


შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” დამფუძნებლებს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.

 

გამოძიების ცნობით, ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრებაში იმხილებიან “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და 50% წილის მფლობელები- რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი, ასევე, ივანე ცაგურია – კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი და 33% წილის მფლობელი.


 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *