“იმ ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის კამპანიის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, მინდა ძალიან დიდი შეშფოთება გამოვხატო სამეგრელო- ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმინებულის, ბატონ თენგიზ გუნავას დღევანდელი დაპატიმრების გამო” – განაცხადა ბარნოვა სპეციალურ ბრიფინგზე. 

 

მისი თქმით, ყველასთავის ცნობილია, რომ ახალი ხელისუფლება უკვე კარგახანია დევნის ბატონ გუნავას: ” მას ჩაუდეს იარაღი, ნარკოტიკები, განიცდიდა სხვადასხვა სახის, მათ შორის სასამართლო ზეწოლას. თუმცა დღემდე მას ვერაფერი დაუმტკიცეს. მე სწორედ გუშინ ვესაუბრე თენგიზს და მის ადვოკატს. გსმოვიკითხე საქმის დეტალები. ვიყავი სრულიად დარწმუნებული, რომ სასამართლოს არ ჰქონდა გუნავას დაპატიმრების უმცირესი საფუძველიც კი. ერთ ეპიზიდში, სადაც საუბარია საწვავის ხარჯის შესახებ, მის  წინააღმდეგ არგუმენტი საერთოდ არ არსებობს, ამაში შეუძლია დარწმუნდეს ყვლას, ვინც გაეცნობა საქმის დეტალებს.”

 

ბარნოვის თქმით, არის მეორე ეპიზოდი, სადაც ედავებიან თანხის მითვისებას, სადაც რეალუარდ არის საუბარი უმნიშვნელო ადმინისტრაციულ გადაცდომაზე: “კერძოდ იმაზე, რომ მან პატაკის დაწერა დააგვიანა. სამწუხაროდ, არც სასამართლო, არც გამოძიება თავის დროზე არ დაინტერესდა იმით, თუ სინამდვილეში რას უნდა ნიშნავდეს პატაკის არდაწერა. ეს არის ადმინისტრაციული დარღვევა, თანაც აქ ლაპარაკია დაგვიანებაზე. დამტკიცება იმისა, რომ ის არ აპირებდა ამ პატაკის დაწერას, პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ მართლაც მიითვისა ეს ფული.”

 

ბარნოვის განცხადებით, გამოძიებას თავისუფლად შეეძლო ეს დეტალები დაედგინა:” ასევე დაედგინა რეალური გარემოებები ამ საქმის ირგვლივ და მხოლოდ ძალიან სუსტ, ფორმალურ არგუმენტებს არ დაყრდნობოდა. როოგრც ჩემთვის ცნობილია, ბატონმა თენგიზმა ოთხჯერ მოითხოვა ეს, რაც მისი დაკითხვის ოქმებში არის დაფიქსირებული. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბატონი თენგიზის საქმინობა მოიცავს ძალიან რთულ სფეროებს, ისეთ სფეროებს, როცა მას არ შეეძლო ყველა დეტალი გაენდო ნებისმიერი გამომძიებლისათვის. ის ითხოვდა კომპეტენტური პირის მიერ მის დაკითხვას. იმ გამომძიებლის მიერ დაკითხვას, რომელსაც დაშვება ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე, რაც გამოძიებამ ასევე არ გაითვალისწინა. ამის მიუხედავად, გამოძიებამ რეალურ გარემოებებს აუარა გვერდი. მეორე მხრივ კი, სასამართლომ არ დაავალდებულა გამოძიება, რომ შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები განეხორციელებინა.” 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თენგიზ გუნავა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლისა და მამაცობისათვის არის ოთხჯერ დაჯილდოებული. ორჯერ აქვს მიღებული ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, ერთხელ- მეორე ხარისხის და ერთხელ- მესამე ხარისხის. აქედან სამი ორდენი მან 2008 წელს მიიღო:”საზოგადოებას შეუძლია ამის მიხედვით იმჯელოს, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ეს არის ადამინი, რომელიც იარაღით ხელში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის როგორც ომამდე, ომის დროს და ომის შემდგომ.  მას უშუალოდ უკავშირდება ძალიან ბევრი გმირობის ეპიზოდი, თუნდაც 2008 წლის ომის განმავლობაში. მაგალითად, როცა ჩვენმა მებრძოლებმა თავისი სიცოცხლის უდიდესი რისკის ფასად არ დაანებეს რუსებს ე.წ ბუგის ბატარია. კიდევ ძალიან ბევრი სხვა ეპიზოდი, რომელიც უშუალოდ ომის განმავლობაში თუ მის შემდეგ ვითარდებოდა ჩვენს მტერთან ბრძოლების დროს. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თენგიზ გუნავა არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხიოებისათვის ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი და საქართველოს გმირი მოქალაქე. ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ თენგიზ გუნავა და ასევე ჩვენი ძალოან ბევრი გმირი მებრძოლი დღეს სასამართლოს წინაშე იმართლებს თავს. ამ დროს კი ახალი მთავრობა ლამის გმირად აცხადებს ვინმე ბედუკაძეს. წყვეტს მის წინააღმდეგ გამოძიებას და მის რეაბილიტაციას ცდილობს და ეს არის ნამდვილად სამარცხვინო და ეს მართლაც არის ერთ–ერთი ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდი, რომელსაც მწუხარებით გაიხსენებენ ჩვენი შვილები და დიდხანს ემახსოვრებათ. ჩვენ დაველოდებით საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნებას და კომენტარებს უკვე ამის შემდეგ გავაკეთებთ. საზოგადოებასაც მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობებთ ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ.”     

  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *