ნეტგაზეთი | აშშ–ის ელჩი: მთავრობისგან დამოუკიდებელი ომბუდსმენი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია აშშ–ის ელჩი: მთავრობისგან დამოუკიდებელი ომბუდსმენი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია – Netgazeti
RU | GE  

აშშ–ის ელჩი: მთავრობისგან დამოუკიდებელი ომბუდსმენი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია

აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიის გამჭვრვალეობის მისაღწევად მთავრობისგან დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არსებითად მნიშვნელოვანია.

“ჩვენ მართლაც გვინდა, რომ საქართველოს დემოკრატიამ მიაღწიოს წარმატებას გამჭვირვალეობის კუთხით, ხოლო სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის უმნიშვნელოვანესი ამ მიზნის მისაღწევად. იმისთვის, რომ სახალხო დამცველი იყოს ეფექტიანი, იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობისგან და იდგეს მყარ მორალურ პრინციპებზე. მსიამოვნებს, რომ ამ საკითხზე გაიმართა დისკუსიები სამოქალაქო საზოგადეობასთან. ველოდებით მოვლენთა განვითარებას, თუ როდის დასახელდება ახალი სახალხო დამცველი”, – განცხადა აშშ–ის ელჩმა.

აღნიშნული განცხადება იან კელიმ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.