საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 ნოემბერს, 21 საათიდან ჟინვალი-შატილის გზის გუდანი-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.
დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის კმ1-კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.