დოკუმენტი პასუხს სცემს ამ დღეებში დასმულ აქტუალურ კითხვებს: რამდენად აისახა ქვეყანაში არსებული სიტუაცია ეკონომიკის განვითარებასა და 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე? რა გამოწვევების წინაშე დგას მთავრობა?

 

 

„2013 წლის 6 თვის მონაცემებით, სავარაუდოა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადების მუხლში 265 მლნ ლარზე მეტი დააკლდა, და აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების პირობებში წლის დარჩენილ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაკლებული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება“– ნათქვამია  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

 

 

2013 წლის 6 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებული იქნა 2 981,5 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის 43%-­ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია. კერძოდ, 2012 წლის 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადებიდან მობილიზებული იქნა 2 963,1 მლნ ლარი, რაც წლიური მაჩვენებლის 47%­-ს შეადგენდა.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტები მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზბენ:

 

 

შემუშავებული იქნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკისა და მათი განხორციელების კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი დეტალურად უნდა იქნას განხილული ბიზნეს-წრეებთან, რათა კერძო სექტორმა შეიძინოს სტაბილურობის განცდა გრძელვადიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. 

 

 

ამასთან, იმ პერიოდამდე, სანამ კერძო სექტორი გახდება უფრო აქტიური, სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას ეკონომიკური სტიმულირების პოლიტიკაზე, რაც გამოიხატებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში და ამისათვის უნდა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი სახსრების გაღება.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *