ახალი ამბები

კობახიძე სპეცოპერაციის საპარლამენტო განხილვაზე: ველოდებით სამართალდამცავების ინფორმაციას

23 ნოემბერი, 2017 • 1629
კობახიძე სპეცოპერაციის საპარლამენტო განხილვაზე: ველოდებით სამართალდამცავების ინფორმაციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, სანამ საპარლამენტო ფორმატში 21-22 ნოემბრის ტერაქტის განხილვას მოითხოვენ.

“ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს განხილვები სხვადასხვა ფორმატში. ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან, ეს არის მათი პრეროგატივა. დეტალებთან დაკავშირებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას. ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რამდენად იქნება საჭირო საპარლამენტო ფორმატის გამოყენება ამ საკითხის განსახილველად”, – განაცხადა ირაკლი კიბახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თავი უნდა შეიკავონ კრიტიკისგან იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაეწყოთ სპეცოპერაცია მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში.

“მე არ ვარ ამ საქმის ექსპერტი. გამოდიან ადამიანები, რომლებიც იბრალებენ ექსპერტობას ამ სფეროში. ყველას ვურჩევდი, რომ ასეთი შეფასებისაგან შეიკაონ თავი. ეს საკითხი უნდა შეაფასონ მათ, ვისაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება”, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი