ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში სამი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა

22 ნოემბერი, 2017 •
თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში სამი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა.

“III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას, კაპრალ ომარ ბერიძისა და კაპრალ ნუგზარ ოსანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ქართველი სამშვიდობოები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც მათ საჭირო სამედიცინო კვლევები უტარდებათ”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განხადებაში. 

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი