“მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკური პროგნოზები იცვლება ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. ეკონომიკიურ ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. წლის დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდით, თუ სტამბოლში მოხდებოდა ასეთი ტიპის ღონისძიებები, რამაც შეაფერხა თურქეთის ეკონომიკური განვითარება და, შესაბამისად, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე, საქართველოზე.”
ფინანსთა მინისტრი იმედს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ამყარებს: “მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუება არის ინვესტორებში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყოველდღიურად მაქვს შეხვედრები პოტენციურ თუ რეალურ ინვესტორებთან. აქტიურად ვხვდები ბიზნესს. ამ სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივობა გაზრდილია”.
მთავრობის ეკონომიკური გუნდის პროგნოზით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით უნდა გაზრდილიყო. ამ პარამეტრზე გათვლით არის დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტი. გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა 6 პროცენტი ვერ იქნება. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით კი, ქვეყნის ეკონომიკა 2013 წელს 4–4,5 პროცენტით გაიზრდება.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებამდე, სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-იდან 4%-ამდე შეამცირა, EBRD-მა კი – 5%-იდან 3%-ამდე.
პროგნოზები შეამცირეს გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტოებაც: Fitch–ი, რომელიც 2012-2013 წლებში საქართველოში 5,5%–იან ზრდას ელოდებოდა, პროგნოზი 3%–ამდე შეამცირა. Standard and poor’s-მა კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-ით განსაზღვრა.
