ახალი ამბები

შსს-ს პრესსამსახურის უფროსი: კოცნა არ ითვლება შეურაცხმყოფ ქმედებად

9 ივლისი, 2013 • 1932
შსს-ს პრესსამსახურის უფროსი: კოცნა არ ითვლება შეურაცხმყოფ ქმედებად

“საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა,-ამგვგარ მოქმედებად შეიძლება მოვიაზროთ მაგალითად გაშიშვლება და მასთან დაკავშირებული ცალკეული მოქმედებები, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება და სხვა მსგავსი უხამსობები და არა დაუშვათ პაემანი და კოცნა, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ მოქმედებებად. ძირითად ცვლილება ეხება – ქუჩებში, სტადიონებზე, ტრანსპორტში და სხვა ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას,”- წერს გიორგობიანი.

 

შსს-ს კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლში ცვლილება შედის. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით,  იცვლება ჯარიმის ოდენობა  დანაშაულისთვის, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნას ითვალისწინებს. თავად კანონის არსი კი არ იცვლება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი