ახალი ამბები

ყველაზე კორუმპირებული ინსტიტუტები

9 ივლისი, 2013 • 1351
ყველაზე კორუმპირებული ინსტიტუტები

იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ ეს შედეგები მოსალოდნელი იყო:

 

“სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ასეთი განწყობა მე, სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ თითქოს მოსახლეობის 70–80% ენდობოდა სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროში ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდით ამას და ამიტომაც იყო, რომ ჩვენ დავგეგმეთ და პირველ ეტაპზე განვახორციელეთ კიდეც მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების კუთხით. სხვა რეფორმები კიდევ მზადდება და სექტემბერში ჯერ საზოგადოებას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება”, – აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

 

კახა კოჟორიძის თქმით, კვლევამ დაადასტურა, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა:

 

“ძალიან ბევრი კვლევა ჩატარებულა სასამართლოსთან დაკავშირებით და ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ რა მაღალი ნდობა აქვს საზოგადოებას სასამართლოსადმი. ეს ასე არ იყო და ამ კვლევამ დაადასტურა. მე ვფიქრობ, ეს გამოიწვია იმან, რომ სასამართლო მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ და არ იყო სასამართლოში ბევრი ისეთი მოსამართლე, ვინც სიმტკიცეს გამოავლენდა და ისე მიიღებდა გადაწყვეტილებებს. ზოგადად ნდობას განაპირობებს გადაწყვეტილება, ნდობას არ განაპირობებს არც მარმარილოს დარბაზი და არც სხვა ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა კოჟორიძემ.

 

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 34% კორუმპირებულ ორგანოდ მიიჩნევს პარლამენტს, ხოლო 28%- პოლიტიკურ პარტიებს.


“ვფიქრობ, პარტიებისა და პარლამენტისადმი ასეთი დამოკიდებულების ერთ–ერთი განმაპირობებელი საკითხი პარტიების დაფინანსების საკითხი იყო, ვგულისხმობ როგორც კანონმდებლობას, ასევე იმ მოვლენებს, რაც იმ პერიოდში განვითარდა”, – აცხადებს “არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

 

ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ უნდობლობა ძველი მოწვევის პარლამენტს ეხება და საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი არაა:

 

“ძველი მოწვევის პარლამენტის მიმართ ასევე ვიტყოდი, რომ არ არის გასაკვირი ასეთი დამოკიდებულება, რადგან იქ ფაქტიურად ყველაფერი გადიოდა, რასაც კი უკარნახებდნენ ხელისუფლებიდან და ეს არ არის საიდუმლო. ახალი მოწვევის პარლამენტში ვითარება რადიკალურად სხვანაირია, თუმცა მოდუნების საფუძველი არავის არ გვაქვს”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

 

ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კორუფციის თვალსაზრისით მედიას, გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ მედია კორუმპირებულია.

 

“მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მედიამ, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, თავად უნდა გამოიტანოს დასკვნები და გადაწყვიტოს, რისი გაკეთება ღირს, რომ ეს რიცხვები შეიცვალოს’, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

კორუფციის აღქმა ინსტიტუტების მიხედვით
კორუფციის აღქმა ინსტიტუტების მიხედვით

პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, აღნიშნული კვლევის ფარგლებში, საქართველოში 1000 მოქალაქე გამოიკითხა.

 

გლობალური კორუფციის ბარომეტრი „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სამდივნოს მიერ ხორციელდება. კვლევა ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე დამოკიდებულებებს იკვლევს. 2012 წელს კვლევა 107 ქვეყანაში ჩატარდა, მათთან შედარებით საქართველოში ქრთამს გადახდის ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 4% დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.