ახალი ამბები

თემქაზე მომხდარ ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

21 ნოემბერი, 2017 • 2120
თემქაზე მომხდარ ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

21 ნოემბერს თბილისში მომხდარ ავარიას ორი არასრულწლოვანი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარია თემქის დასახლებაში დილის საათებში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

უწყების ცნობით, ორივე არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. კიდევ ერთ მამაკაცს კი, რომელიც ავარიის დროს დაშავდა, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი