ახალი ამბები

გერმანიის მთავრობის ფორმირების პროცესი ჩიხში მოექცა – მერკელი განმეორებით არჩევნებზე საუბრობს

21 ნოემბერი, 2017 • 1828
გერმანიის მთავრობის ფორმირების პროცესი ჩიხში მოექცა – მერკელი განმეორებით არჩევნებზე საუბრობს

მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით ჩაშლილი მოლაპარაკების გამო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უმჯობესია, გერმანიაში არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ჩაშლილი მოლაპარაკებების მიუხედავად, გერმანიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს. BBC წერს, რომ შექმნილი ვითარება  მერკელის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

“მთავრობის ფორმირების პროცესი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით,”-უთხრა მერკელმა ერთ-ერთ გერმანულ ტელეარხს.

მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირების თაობაზე მერკელი თავისუფალ დემოკრატებთან, მწვანეებთან და გერმანიის ქრისტიან დემოკრატებთან აწარმოებდა, თუმცა კვირას, ყველასთვის მოულოდნელად, თავისუფალი დემოკრატების პარტია მოლაპარაკებებიდან გავიდა. გერმანიის კანცლერი მოლაპარაკებების ჩაშლაში სწორედ  თავისუფალ დემოკრატებს ადანაშაულებს.

FDP-ის (თავისუფალი დემოკრატების პარტია) ლიდერმა ქრისტიან ლინდნერმა თავისი პარტიის მოლაპარაკებებიდან გამოსვლის მიზეზად აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა და განაცხადა, რომ ჯობია საერთოდ არ მართო, ვიდრე არასწორად მართო.

ბუნდესტაგში 709 მადატიდან უმრავლესობას, 246 მანდატს ანგელა მერკელის ქრისტიან -დემოკრატების კავშირი ფლობს. მწვანეები, რომელთანაც გერმანიის კანცლერი მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ბუნდერსტაგში 64 მანდატს ფლობს,  თავისუფალი დემოკრატების პარტია კი – 80 მანდატს.

მერკელის სურვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, ანალიტიკოსები აფასებენ. მათი აზრით, არჩევნების გამართვის შემთხვევაში წარმატების უფრო დიდი შანსი ექნება პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD), რომლის იდეოლოგია ანტიისლამურ და ანტიემიგრაციულ პოლიტიკას ემყარება. ულტრამემარჯვენე AFD-მ სექტემბერში გამართულ არჩევნებში ხმების 12.6%, პარლამენტში კი 94 ადგილი მიიღო.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ გერმანიის პრეზიდენტს მიაწვდის ინფორმაციას. სწორედ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს აქვს უფლებამოსილება, დანიშნოს ახალი არჩევნები გერმანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.