ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსულ “შავ სიაში” მყოფი ჟურნალისტები სომხეთში არ შეუშვეს

20 ნოემბერი, 2017 • 2473
რუსულ “შავ სიაში” მყოფი ჟურნალისტები სომხეთში არ შეუშვეს

ის უკრაინელი ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში ატო-ს [ანტიტერორისტული ოპერაციის] ზონაში მუშაობის გამო რუსეთის ფედერაციის ე.წ. შავ სიაში აღმოჩნდნენ, სომხეთში არ შეუშვეს.

გადამღებ ჯგუფს, როგორც სომხური გამოცემა empress.am წერს უკრაინული ტელევიზიის პროდუსერზე დაყრნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაცია ჰქონდა, თუმცა, ჩამოფრენის დროს, ისინი ქვეყანაში აღარ შეუშვეს.

ამასთან, სომხეთის გასარეო უწყების პრეს-მდივანი ირწმუნება, რომ გადამღებ ჯგუფს აკრედიტაცია არ ჰქონდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ფოტო: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი