ახალი ამბები

უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი და ა.შ. – ნიკოლოზ ჭონქაძე

17 ნოემბერი, 2017 • 3546
უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი და ა.შ. – ნიკოლოზ ჭონქაძე

ნიკოლოზ ჭონქაძემ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში რაიმე ჰომოფობიური, ქსენოფობიური ან ფაშისტური პოსტი/კომენტარი აქვს დაწერილი სულიკო კედელაშვილუს სახელით.

“მე ვარ ამაყი, რადგან დღეს საღმა აზრმა გაიმარჯვა. ის ბრალდებები, რომელიც ჩემს წინაშე იყო დაყენებული, არ გაიზიარა საზოგაფოებამ. ეს ყველა ბრალდება იყო ფარსი და ტყუილი. ეს იყო ჩემი შეურაცხყოფა. 3 დღის მანძილზე ვითმენდი ამ შეურაცხყოფებს, მათ შორის ამ დარბაზშიც… გამოირიცხა, რომ მე ვარ აგრესიული ადამიანი ცხოვრებაში. ამას საუბრობენ და ბრალდებებს მიყენებდნენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მიცნობენ.

მათ არ იციან ჩემი ცხოვრების წესი, სტილი და ცხოვრებაში არ ქონიათ ჩემთან ურთიერთობა. ამ ბრალდბებეს თავისი ფანტაზიის საფუძველზე მიყენდნენ; ამ შეურაცხყოფებს ისმენდნენ ჩემი ოჯახის წრვები და მეგობრები. ეს ხდებოდა არა პრივატულ სივრცეში, არამედ საჯაროდ, მათ შორის, ტელევიზიაშიც. არ ვიზიარებ იმ ბრალდბებეს, რაც გაჟღერდა – უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი და ა.შ.

ვერცერთ ფაქტს მომიყვანენ, რომ ვინმეზე ძალა გამომეყენბინა ან ვინმეზე მეძალადა. ამ ადამიამებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს პიროვენბაზე, რომელსაც არ იცნბდბენ, რომ მე, ჩვეულებრივი მოქალაქე, 10 ნაბიჯით გავუსწარი ყველა იმ პარტიას…

მე მათ არ ავყვები, ჩემ პროფესიულ საქმიანობასთან დკაავშირებით გეტყვით – ჩემი ქალაქის სამსახურში მოვდივარ საქმის საკეთებლად. მოხარული ვარ, რომ ჩემ შვილებს ქალაქს და ამ ქალაქის მომავალს უნდა ვემსახურო,” – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ ჭონქაძემ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ გააუქმა ფეისბუკის ანგარიში, რომელსაც ის სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით იყენებდა, თბილისის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ახლადდამტკიცებული უფროსი არ პასუხობს.

მის ამ პოსტზე დანიშვნას ეწინააღმდეგობოდა საკრებულოს ოპოზიცია. ენმ-ს წევრებმა ახალ ვიცე-მერებს დაუტოვეს მასალები, რომლებზეც, მათი თქმით, ჭონქაძის ქსენოფობიური და ჰომოფობიური მოსაზრებებია ასახული.

მასალების გადაბეჭდვის წესი