ახალი ამბები

შსს: ახალციხის სასამართლოს დაზიანებისთვის ყველა მკაცრად დაისჯება

5 ივლისი, 2013 • • 1087
შსს: ახალციხის სასამართლოს დაზიანებისთვის ყველა მკაცრად დაისჯება

“აღნიშნულ საქმეში მონაწილე ყველა პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით ეცნობება”, – აცხადებს შსს. 

 

დღეს, 5 ივლისს, ახალციხის რაიონული სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ქვით ჩაამტვრიეს მოსამართლის სამუშაო ოთახის ფანჯრის მინა. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა ნინო ჩიგოგამ მიაწოდა. მისი თქმით, რამდენიმე საათის წინ შენობასთან მივიდა დაახლოებით 70-მდე ადამიანი, რომელთა ნაწილს თან ჰქონდა “ქართული ოცნების” დროშები.

 

ახალციხის ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” იუწყება, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეები მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის მიმართ გამოხატავდნენ პროტესტს, რომლითაც არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებული პოლიციელები გამართლდნენ და გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

საპროტესტო აქცია ახალციხის სასამართლოსთან, ფოტო: sknews.ge, 2013 წლის 5 ივლისი
საპროტესტო აქცია ახალციხის სასამართლოსთან, ფოტო: sknews.ge, 2013 წლის 5 ივლისი

მასალების გადაბეჭდვის წესი