ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ეკონომიკის ექვსპროცენტიანი ზრდის მიღწევა არარეალისტურია

3 ივლისი, 2013 • • 995
კვირიკაშვილი: ეკონომიკის ექვსპროცენტიანი ზრდის მიღწევა არარეალისტურია

“სამწუხაროდ, არის ბევრი ფაქტორი, რაც იმ ციფრებს განაპირობებს, რაც გამოქვეყნდა, აქ არის ბევრი შემადგენელი. ჩემი აზრით, ექვსპროცენტიანი ზრდის მიღწევა, ალბათ, არარეალისტური იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, 4,5–5 – პროცენტიანი ზრდის მიღწევა კიდევ არის შესაძლებელი, უბრალოდ ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობა არის საჭირო, მათ შორის უარყოფითი პიარი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, უნდა შეწყდეს” – განაცხადა გიორგი კვირიკასვილმა.

 

მისი თქმით,  ამას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს:”ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმ ფაქტორების მოხსნაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური ზრდის შემადეგნელი. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაიზარდოს მთავარობის ეფექტიანობა ამ მიმართულებით. არის ბევრი საკითი, როგორიც არის დღგ–ს დაბრუნების საკითხი, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი, რომლებიც, სამწუხაროდ, დროზე ვერ ხერხდება. მაგრამ ამას აქვს კონკრეტული მიზეზები, რომელიც მოსახსნელია. ჩვენ გუშინ გვქონდა ეკონომიკური გუნდის შეხვედრა და ყველა ეს საკითხი განვიხილეთ. უახლოეს დღეებში ვფიქრობთ, რომ დავგეგემავთ ძალიან ქმედით ნაბიჯებს, რათა ყველა ეს შემაფერხებელი ფაქტორი  მოიხსნას”.

 

მთავრობის ეკონომიკური გუნდის პროგნოზით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით უნდა გაზრდილიყო. სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-იდან 4%-ამდე შეამცირა, EBRD-მა კი – 5%-იდან 3%-ამდე. 

პროგნოზები შეამცირეს გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოებაც: Fitch, რომელიც 2012-2013 წლებში საქართველოში 5,5%–იან ზრდას ელოდებოდა, პროგნოზს 3%–ამდე ამცირებს. Standard and poor’s-მა კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-ით განსაზღვრა.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც არ გამორიცხა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი