ახალი ამბები

ივანიშვილი: მელიორაციის სისტემა საფუძვლიანად პირველად გაიწმინდა

3 ივლისი, 2013 • • 1412
ივანიშვილი: მელიორაციის სისტემა საფუძვლიანად პირველად გაიწმინდა

ივანიშვილმა მელიორაციის სისტემის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი სტატისტიკა მედიის წინაშე  “შერატონ მეტეხი პალასში” წარმოადგინა. 

 

წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, 2013 წელს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ სარემონტო სამუშაოები 165 ობიექტზე დაიწყო და 144 –ზე უკვე დასრულებულია.

 

სარწყავი სისტემა
სარწყავი სისტემა

ბოლო მონაცემებით, უკვე გაწმენდილი და შეკეთებულია სარწყავი სისტემების 680 კილომეტრის მოცულობის მაგისტრალური არხი და პირველი რიგის გამანაწილებელი, 3 000 კმ–მდე სხვადასხვა დონის გამანაწილებლები, 133 კმ–მდე დამშრობი სისტემების არხები, რაც საშუალებას იძლევა დამატებით მოირწყას 25 200 ჰექტარი სასოფლო- სამეურნეო სავარგული. 

 

ივანიშვილის განცახდებით, 2012 წელს მაგისტრალური არხების მხოლოდ 20–25 პროცენტი იყო გაწმენდილი და პირველი რიგის გამანაწილებლებს სახელმწიფო საერთოდ არ არემონტებდა.

 

რაც შეეხება სარწყავი სეზონის მიმდინარეობას, ტბისი–კუმისი სარწყავი სისტემის გარდა (ალგეთის წყალსაცავში წყლის სიმცირის გამო), ყველა სისტემაში გაშვებულია წყალი და დაწყებულია რწყვის სეზონი.

 

ივანიშვილის ინფორამციით, 2013 წელს 2012–თან შედარებით სამჯერ მეტი ფართობი მოირწყვება.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი