სამშენებლო მასალების საერთაშორისო მწარმოებელმა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტმა“ საქართველოში მისი ბიზნესის 50% გაასხვისა. კომპანიის ინფორმაციით, მყიდველი კომპანია “ცემენტ ინვესტია”, რომლის მფლობელი საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და Hunnewell Partners-ია. კომპანიის საბჭოს ხელმძღვანელის, ბერნდ შაიფელის განცხადებით, ახალი ბიზნესპარტიორების გამოცდილება „ჰაიდელბერგცემენტისთვის” წარმატებული იქნება.
ჰაიდელბერგცემენტმა საქართველოში ბიზნესი 2006 წელს დაიწყო და წლის განმავლობაში 2 მლნ ტონაზე მეტ ცემენტს აწარმოებს. ჰაიდელბერგცემენტმა ორ ცემენტის მწარმოებელ კომპანიაში, საქცემენტსა და ქართულ ცემენტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. კომპანია მსოფლიოს 60 ქვეყანაში მოღვაწეობას და მასში 60000 ადამიანია დასაქმებული.