ახალი ამბები

გიგი უგულავამ ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა

3 ივლისი, 2013 • 1212
გიგი უგულავამ ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა

სასამართლოზე დაცვის მხარემ ასევე დააყენა შუამდგომლობა უგულავასთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმის არსებითი განხილვა 16 ივლისს დაინიშნა. საქმე ეხება ორ ეპიზოდს. ერთი ეპიზოდი თბილსერვის ჯგუფში 700–ზე მეტი მოქალაქის დასაქმებას უკავშირდება, ხოლო მეორე ეპიზოდი ეხება ტელეკომპანია “იმედის” უკანონოდ მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა, არის ის, რომ მას არ სურს დამატებით 12 ადამიანი გახვიოს შარში და ისინი გახადოს პროკურატუროს ზეწოლის შედეგი. თბილისის მერის განცხადებით, პროკურატურამ უკვე საკმარისად მეტ ადამიანზე მოახდინა ზეწოლა.

 

გიგი უგულავა სასამართლოში/ფოტო: კატო კოპალეიშვილი
გიგი უგულავა სასამართლოში/ფოტო: კატო კოპალეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი