ახალი ამბები

ივანიშვილი: თანაინვესტირების ფონდის კაპიტალი 10 მილიარდს მიაღწევს

3 ივლისი, 2013 • • 1201
ივანიშვილი: თანაინვესტირების ფონდის კაპიტალი 10 მილიარდს მიაღწევს

ამის შესახებ მან “შერაონ მეტეხი პალასში” მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა:  “მე ყოველთვის მინდოდა დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას, რაც ამის  საშუალება გამიჩნდა. მას შემდეგ, რაც ფეხზე დავდექი ბიზნესში. შემთხვევითი არ არის, რაც ვითვლი ამ 20 წელიწადს და აღარც მახსოვს მას შემდეგ რამდენი დრო გავიდა, რაც “ქართუ ბანკი” დაფუძნდა საქართველოში.  მე მოსკოვიდან გამოვუშვი მენეჯმენტი– გაბეჩია გიორგი, ის დღესაც აქტიური ბიზნესმენია და შეგიძლიათ დაიმოწმოთ, ჩაეკითხოთ და მოძებნოთ. “ქართუ” ბანკის გახსნის მიზანი საქართველოში იყო ის, რომ საინვესტიციო პორტფელი უნდა მომეგროვებინა და მთაელი ჩემი კაპიტალი საქართველოში მომემართა საინვესტიციოდ”.  

 

ბიძინა ივანიშვილის განცახდებით, “ქართუმ” ეს ფუნქცია ვერ შეასრულა: ” ეს ვერ მოხერხდა იმ პროცესში და იმ პირობებში. რაც შეეხება ქველმოქმედებას, მე  შენიშვნებს ვითვალისწინებ, რაც ზოგირთმა ბიზნესმენმა გააკეთა ჩემი მიმართულებით, რომ გაცილებით უკეთესია დააარსო სამუშაო ადგილები და ხალხმა თავისი შრომით მოახდინოს საკუთარი ოჯახების რჩენა, ვიდრე მათ დაეხმაროთ. ეს აბსოლიტური აქსიომაა და მე ამას ვეთანხმები. სამუშაო ადგილების შექმნა არ არის ადვილი. საქართველოში ისეთი საწარმოს გახსნა, სადაც 100 ათასი ადამიანი დასაქმდება შეუძლებელია.  პატარა საწარმოს იგივე ყურადღება უნდა მენეჯმენტისგან, რაც დიდ საწარმოს. შესაბამისად, მე ვერ ვახერხებდი ჩემი ყურადღების გადმოტანას, საწარმო დამეარსებინა და მიმეხედა ბიზნესისთვის, ასე არ ხდებოდა. დიდ ყურადღებას ვუთმობდი “ქართუ ბანკის” განვითარებას.  საინვესტიციო ბანკად მოიხსენიებოდა და დიდი სურვილი გამაჩნდა თავშივე, რომ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაში მივიღო მონაწილეობა.”

 

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ამ ფუნქციას მომავალში თანაინვესტირების ფონდი შეასრულებს: “თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ახლა ჩემი მონაწილეობით ფუძნდება, გაჭიანურდა.  ბევრი დრო დაიხარჯა დოკუმენტაციაზე და უახლოეს პერიოდში მოხდება მისი დაფუძნება. მე სამ მილიარდს ვახერხებდი გაცხადებულ კაპიტალს. უკვე ხუთ მილიარდს გადააჭარბა, მე ბევრს ველაპარაკე, იმდენია მოსურნე და პირადად ძალიან ვაქტიურობ. მე არ გამოვრიცხავ, 10 მილიარდსაც გადააჭარბოს მოსურნეთა რაოდენობამ. მე ვარ ერთ -ერთი მონაწილე და ვარ იმ სიაშიც. ჩემი კაპიტალიც მიიღებს მონაწილეობას. ძირითადი პრობლემა საქართველოში არის პროექტების სიმწირე, სადაც ფულის ჩადება შეიძლება. ამ მიმართულებითაც მინდა ჩემი მუშაობა გავაძლიერო. “

 

ივანიშვილის თქმით, ფონდში ფულის მოზიდვის პრობლემა არ იქნება: “ჩემი აზრით, ფულის პრობლემა არ იქნება, ისეთი თანაინვესტირების ფონდი იქმნება.  პირადად მე ამის მართვას არ განვახორციელებ. იქ არის დებულება და შეგიძლიათ მას გაეცნოთ. ფონდის შექმნა მდორედ მიმდინარეობს, გვინდა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. რომ ინვესტორებს ფულის ჩადება გაუადვილდეთ. პროცესი გაიწელა, დრო არ დაგვიკარგავს, თუ ადრე ფონდის გაცხადებული კაპიტალი 3 მილირდი იყო, ახლა 6 მილიარდია. ფონდის კაპიტალი კიდევ უფრო გაიზრდება, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო მაქვს ჩატარებული”.   

მასალების გადაბეჭდვის წესი