ახალი ამბები

მარგველაშვილი: ოქტომბრის ნებისმიერ რიცხვში არჩევნებს “ოცნება” მოიგებს”

1 ივლისი, 2013 • • 1041
მარგველაშვილი: ოქტომბრის ნებისმიერ რიცხვში არჩევნებს “ოცნება” მოიგებს”

კითხვაზე, გაუწევს თუ არა მას კონკურენციას “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, მარგველაშვილი არ პასუხობს.  

“მე არ შევაფასებ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს” – აცხადებს მარგველაშვილი. 

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისში გამართულ პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. როგორც ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომრემ დავით გოგისვანიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, 450 დელეგატიდან ხმა 387–მა მისცა. 

 

დავით ბაქრაძის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ მიიღო.  

 

პრაიმერი ოთს საათზე დაიწყო. მასში “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი- ზურაბ ჯაფარიძე, გია ბარამიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე მონაწილეობენ.  “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი. 

 

მომდევნო შეხვედრა 7 ივლისს გორში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, მცხეთა- მთიანეთის წარმომადგენლები. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი