სკოლის დირექტორების ხელფასი 600 ლარი გახდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა მასწავლებლის სახლში საჯარო სკოლების ადმინისტრაციასთან შეხვედრის დროს სკოლის დირექტორებისა და სკოლის სხვა თანამშრომლეთა ხელფასების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

 

როგორც ირკვევა, საჯარო სკოლის დირექტორებს, რომელთა საშუალო ხელფასი დღესდღეობით 460 ლარია, სექტემბრიდან 600 ლარი ხდება. 

 

ასევე, თუ საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის საშუალო ხელფასი 335 ლარი იყო, სექტემბრიდან 400 ლარამდე იზრდება. 

 

საჯარო სკოლების მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის ხელფასი კი, რომელიც 230 ლარია, სექტემბრიდან 300 ლარამდე გაიზრდება.


რაც შეეხება სკოლის დამლაგებლის ხელფასს, ის  სექტემბრიდან 115 ლარიდან 210 ლარამდე გაიზრდება. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge