ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადებით, მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს

10 ნოემბერი, 2017 • 2454
სააკაშვილის განცხადებით, მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში მისი 12 წლის შვილი ჰყავთ დაკავებული.

“ორი საათის წინ ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ჩემი 12 წლის ვაჟიშვილი და სახელმწიფო დაცვის ქართველი თანამშრომელი, რომელიც იფიციალურ მივლინებაშია. მათ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, მაგრამ ორი საათია იმყოფებიან განცალკევებულ ოთახში, რისი მიზეზებიც არ განუმარტეს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

ფეისბუკზე სააკაშვილის მიერ დადებული პოსტებით ირკვევა, რომ იგი უკვე აეროპორტშია და თავისი შვილის გადმოცემას ითხოვს.

“პორშენკოს ვეკითხები, სად არის ჩემი შვილი?” – ამბობს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

განახლება: სააკაშვილის განცხადებით, მას შვილი ავიაკომპანიის წარმომადგენლების საშუალებით გადასცეს:

“საბოლოოდ ავიაკომპანიის წაემომადგენლების საშუალებით გადმომცეს შვილი, თითქოს ის მოზარდი კი არა, რაღაც ამანათი იყოს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი