ახალი ამბები

PACE საქართველოს 17 მაისის მოვლენების სწრაფად გამოძიებისაკენ მოუწოდებს

28 ივნისი, 2013 •
PACE საქართველოს 17 მაისის მოვლენების სწრაფად გამოძიებისაკენ მოუწოდებს

რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, PACE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს სწრაფი გამოძიება 17 მაისის ძალადობრივი ქმედებების, რა დროსაც კონტრდემონსტრანტები თავს დაესხნენ ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეებს.

 

“უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა მათ, ვინც გამოიწვია და ჩაიდინა ძალადობრივი ქმედებები”.

 

გარდა ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკოსების და თანამდებობის პირების მხრიდან ჰომოფობიური განცხადებების გაკეთების გამო, რაც შორსაა გამოხატვის თავისუფლებისაგან, რადგან სიძულვილის ენას და დისკრიმინაციას შეიცავს.

 

PACE
PACE

მასალების გადაბეჭდვის წესი