ახალი ამბები

კობახიძე: ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატად არავის განვიხილავთ

9 ნოემბერი, 2017 • 1393
კობახიძე: ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატად არავის განვიხილავთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ ნაადრევია მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი.

კითხვაზე, განიხილება თუ არა დავით სერგეენკო საპრეზიდენტო კანდიდატად, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს:

“ერთი წელია დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე და კანდიდატი დასახელდება ცოტა ხნით ადრე, ბუნებრივია. არცერთი კანდიდატი ამ ეტაპზე არ განიხილება. საპრეზიდენტო კანდიდატების განხილვა დაიწყება, როცა მოახლოვდება არჩევნები.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ კომენტარი დღეს, 9 ნოემბერს, გააკეთა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წელს უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი