ახალი ამბები

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

6 ნოემბერი, 2017 • 4391
ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

მწერალ ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ, ინფორმაციას კულტურის სამინისტროს ავრცელებს.

დაკრძალვამდე ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ეკლესიაში გაიმართება.

დღეს, 6 ნოემბერს, 86 წლის ასაკში ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა.

ის არის ავტორი წიგნებისა: “რწმენის კედელი” (1970), “დიდი ნათელი” (1980), “ერთტომეული” (1981), “რჩეული პოემები” (1983), “მე და შენ” (1984), “არცა ვმსახურობდე სხვას”! (1989), პუბლიცისტური წიგნი “თავისუფლება ლომთა ხვედრია”.

ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ თარგმნილია ტარას შევჩენკოს, კოროტიჩის, დრაჩის, ევტუშენკოს, ოკუჯავას, ვოზნესენსკის, ახმადულინას ლექსები.

1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ესპანურ, პოლონურ და სხვა ენებზე. მის ლექსებზე შექმნილია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.

1978 წელს მას გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიენიჭა, 1983-84 წლებში – გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1998 წელს კი მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია.

ჯანსუღ ჩარკვიანი იყო ღირსების ორდენის კავალერი. მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1996 წელს მიენიჭა. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი