ახალი ამბები

პრემიერი: დავარწმუნე რასმუსენი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით უკეთესი იქნება

26 ივნისი, 2013 •
პრემიერი: დავარწმუნე რასმუსენი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით უკეთესი იქნება

როგორც მან დღეს, 26 ივნისს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას რასმუსენთან საინტერესო საუბარი ჰქონდა, რისთვისაც ამ უკანასკნელს მადლობა გადაუხადა.

 

“შევეხეთ განვლილ ეტაპს, ვისაუბრეთ მომავალზე, როგორ უნდა უნდა განვითარდეს ურთიერთობა. მე  პირადად განვლილ ეტაპზე გავეკთე აქცენტები, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ხელისუფლების მოღვაწეობა თანიმიმდევრული გახლავთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმარულებით. დავარწმუნეთ [რასმუსენი], რომ გაცილებით უკეთესი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები და ეს იქნება ბოლო წერტილი იმისთვის, რომ ნატო, ევროპა და საერთაშორისო თანამეგობრობა დარწმუნდეს და დაინახოს ახალი ხელისუფლების რეალური სახე, რაც გაგვიიოლებს ნატოსკენ წინავლას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერის თქმით, მან რასმუსენთან შეხვედრაზე რუსეთის საკითხიც განიხილა. შეეხო იმ წარმატებულ ნაბიჯებს, რაც გადაიდგა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კუთხით, რაც მისასალმებელია და გარდა ამისა, ისუაბრა იმაზეც, რაც შემაშფოთებელია – ე.წ. საზღვრებთან მავთულხლართების გაბმა.

 

“დღემდე ვერ ამიხსნია და გენერალურ მდივანთანაც გამოვთქვი ჩემი გაურკვეევლობა, რამეთუ გაუგებარია პოზტიური ნაბიჯების პარალელურად ასეთი გაუგებრობის გატარება რუსეთის მხრიდან, რომელიც არ ჯდება ამ კონტექტსში და რუსეთსაც არ უქმნის პლიუსებს, პირიქით მეტ კითხვას ბადებს მის მიმართ. მე დავარწმუნე გენერლაური მდივანი, რომ ჩვენ ვიქნებით პრინციპული და თანამიმდევრული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს დიდი მეზობელთან”.

 

ივანიშვილის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ავღანეთში მიმდინარე ნატოს მისიას, რომელიც 2014 წელს სრულდება. პრემიერის განცხადებით, საქართველო მზადაა 2014 წლის შემდეგაც განაგრძოს მონაწილეობა მისიაში და ასევე ჩაერთოს ჯარების გამოყვანის პროცესში. ივანიშილის განცხადებით, ამისათვის დაჩქარდება რკინგზის მშენებლობა.

 

ივანიშილის და რასმუსენის პრესკონფერენცია
ივანიშილის და რასმუსენის პრესკონფერენცია

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი