ახალი ამბები

საუდის არაბეთის პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

6 ნოემბერი, 2017 • 2887
საუდის არაბეთის პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ საუდის არაბეთის პრინცი ავიაკატასტროფის დროს, იემენის საზღვართან დაიღუპა.

პრინცი მანსორ ბინ მუჰრინი, რომელიც ასირის პროვინციის მმართველი იყო, სხვა ოფიცილურ პირებთან ერთად მოგზაურობდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.

რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა ათეულობით ადამიანი, მათ შორის 11 პრინცი და 4 მინისტრი, ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის გამო. ანტიკორუფციულ სამსახურს პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს.

დაუდასტურებელი ცნობებით, ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი