ახალი ამბები

წამების ამსახველ ვიდეოებს კიდევ 23 პირს აჩვენებენ

25 ივნისი, 2013 • • 1025
წამების ამსახველ ვიდეოებს კიდევ 23 პირს აჩვენებენ

შსს–ს განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა შს სამინისტროს  24 ივნისს წერილობითი თხოვნით მიმართა.

 

ვიდეოფირებზე აღბეჭდილია პოლიციის განყოფილებებში ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების სცენები.

 

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სამეგრელოში იარაღის ფარული სამალავების აღმოჩენის შესახებ, სადაც იპოვეს ადამიანთა წამების ამსახველი ვიდეოფირებიც. შსს–ში თავდაპირველად განაცხადეს, რომ აღნიშნული კადრები არ გასაჯაროვდებოდა. ის უკვე ათეულობით ადამიანს უჩვენეს ისე, რომ წამების მსხვერპლებისა და მოძალადეების იდენტიფიცირება არ მომხდარიყო. თუმცა აღნიშნული კადრების ნახვის შემდეგ ადამიანთა ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მათი სახეები სათანადოდ არ იყო დაფარული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერები უკვე აჩვენა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული ჩანაწერები ევროსაბჭოს დეპუტატებისთვის საჩვენებლად სტრასბურგში წაიღო პარლამენტარმა თინა ხიდაშელმა.

ასე აწამებდნენ პატიმარს გლდანის ციხეში/კადრი შსს–ს ვიდეომასალიდან
ასე აწამებდნენ პატიმარს გლდანის ციხეში/კადრი შსს–ს ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი