ახალი ამბები

სილვიო ბერლუსკონის 7–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

24 ივნისი, 2013 •
სილვიო ბერლუსკონის 7–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მილანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბერლუსკონი დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვანი მეძავისთვის სექსუალური

სილვიო ბერლუსკონი
სილვიო ბერლუსკონი

მომსახურების სანაცვლოდ ფულის გადახდასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, რაც მოხდა 2010 წელს, მისი პრემიერ–მინისტრობის დროს. გარდა საპატიმრო სასჯელისა, ბერლუსკონის აეკრძალა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.

 

საქმის მასალების მიხედვით, სილვიო ბერლუსკონიმ 2010 წელს გამართულ ერთ–ერთ წვეულებაზე მიიწვია მაროკოელი ღამის კლუბის მოცეკვავე, 17 წლის კარიმა ელ მაჰრუგი, რომელსაც სექსუალურური მომსახურების სანაცვლოდ ფული გადაუხადა. როგორც მოცეკვავემ მოგვიანებით სასამართლოზე განაცხადა, მას სექსუალური კავშირი არ დაუმყარებია იტალიის ყოფილ პრემიერ–მინისტრთან, თუმცა ფული ნამდვილად აიღო მისგან.

 

 

ბერლუსკონისთვის წაყენებული მეორე ბრალდებაც, თანამდებობის ბროოტად გამოყენება, აღნიშნულ მაროკოელ მოცეკვავეს ეხება, რომელიც დაკავებული იყო წვრილმანი ქურდობის ბრალდებით. საქმის მასალების მიხედვით, სილვიო ბერლუსკონიმ პოლიციის განყოფილების უფროსს მოცეკვავის იზოლატორიდან გათავისუფლება მოსთხოვა იმ მოტივით, რომ ის ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაკის შვილიშვილი იყო და დიპლომატიური სკანდალის აცილება სურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი