“მე მშობლების მეშვიდე შვილი ვარ. 7 ბედნიერი რიცხვია და ბედნიერია ის მშობელი, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავს. მე ვფიქრობ, რომ საქართველო დაძლევს ამ პრობლემას, თუ ჩვენ შევუწყობთ ხელს. ერთ–ერთი, რასაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სკოლებში შევიდეს საგანი მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის”– განაცხადა ილია მეორემ.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტის დასრულების შემდეგ ფონდის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ ილია მეორეს და პრემიერ-მინისტრს ფონდის სიმბოლო – დემოგრაფიული ხე გადასცა..





