“საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საქართველოში იქნება აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია და მთავრობას აღარ დაჭირდება ჩემი დახმარება, უფრო საჭირბოროტო და საჭირო იქნება საზოგადოების განვითარება და ჩემი გადასვლა და გააქტიურება საზოგადოებაში მოახერხებს იმას, რომ გაჩნდეს საწყისი მუხტი, რასაც ქვია სამოქალაო საზოგადოება, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის სტრატეგია და განვითარება. აი, იქ ვიქნები მე თავდაუზოგავი და ვიმოღვაწევებ, სანამ საჭირო ვიქნები და შევძლებ. კიდევ ვიმეორებ, ჩემი წასვლა ნიშნავს იოლი ადგილიდან გადავიდე რთულზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავალ, როცა სადღაც დავალაგე. ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს დავტოვებ მთავრობაში და მხოლოდ ამის შემდგომ გადავალ და გავხდები საზოგადოების აქტიური წევრი”.– განაცხადა მან.
მისივე თქმით, თუ ოდნავი განცდა მაინც იქნება არასტაბილურობის ან შეკითხვები მთავრობის და გუნდის მხრიდან, რომ ამან შეიძლება რამე უარყოფითი გამოიწვიოს, პრემიერი ამბობს, რომ არსადაც არ წავა.
“მე როდესაც მოვედი პოლიტიკაში, პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე. საფრთხე იყო პირდპირი განადგურების ჩემი და თქვენ კარგად იცით, სად მოვედი და როგორ მოვედი. როგორ ფიქრობთ, დალაგებულ საზოგადოებას დავტოვებ, სადმე გავიქცევი ან ვინმეს მივცემ დასანგრევად? არავის არაფერს არ მივცემ დასანგრევად და არც დესტაბილიზაცის უფლებას მივცემ არავის. გუნდსაც დავტოვებ ძლიერს და მეც ყოვლთვის ადგილზე ვიქნები და უფრო რთულ ადგილზე გადავალ და არა ის, რომ გავიიოლო ჩემი ცხოვრება და თავი ავარდო. ეს არ მოხდება და ამის ილუზია ტყუილად აქვს ვინმეს. არაპროგნოზირებადი ვინც იყო და არის ჩვენს ისტორიაში, თქვენ კარგად იცით”–განაცხადა მან.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონეთის მედიის ერთ–ერთ წარმომადგენელს postimees.ee–ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც პრემიერი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს.
“ვაპირებ მალე დავტოვო პოლიტიკა. როგორც კი სააკაშვილი წავა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, მხოლოდ რამდენიმე დღე გავრჩერდები პოლიტიკაში. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ შორის საინტერესო პრეზიდენტი იქნება არჩეული. გვყავს ძალიან კარგი პარლამენტის სპიკერი. მაქვს იდეა, ვინ შეიძლება ჩემი საკუთარი ადგილი დაიკავოს. არ მინდა და ეს საქართველოს პოლიტიკისთისაც ცუდი იქნება, ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი სამი თანამდებობის გარდა, მჯერა, რომ ისინი სუფთა ადამიანები, დემოკრატები იქნებიან. აუცილებეილია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი მედია. ახალი სისხლია საჭირო”– განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი პრემიერ–მინისტრის პოსტს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იკავებს. კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი კი ამჟამად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილია.