ახალი ამბები

ხიდაშელი წამების ამსახველი მასალის პარლამენტარებისათვის ჩვენების მომხრეა

22 ივნისი, 2013 •
ხიდაშელი წამების ამსახველი მასალის პარლამენტარებისათვის ჩვენების მომხრეა

“მომხრე ვარ და ვეთანხმები, რომ საქართველოს პალამენტის წევრებისთვის დახურულ ფორმატში მოხდეს ამ მასალის ჩვენება. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ძალიან მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი დოკუმენტაცია, რის შესახებაც საქართველოს პარლამენტის წევრები ინფორმირებულები უნდა იყვნენ”– განაცხადა ხიდაშელმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომატირებელი მასალები. 

 

შსს–ს ინფორმაციით, სამალავში საბრძოლო მასალის გარდა აღმოჩენილია სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.

 

გუშინ, 21 ივნისს კი, გადაცემა “პოზიციაში” შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  სამინისტრომ გუშინ კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს ისევ სამეგრელოში იქნა ნაპოვნი, თუმცა მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა: “აქ არის დოკუმენტები და ვიდეომასალები. დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერები აჩვენა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მედიის წარმოამდგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ჩანაწერების ჩვენება დატოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი