როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი სასწავლო პროცესს გაეცნო და სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.
“სკოლა–გიმნაზიას გააჩნია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი შენობა. აღჭურვილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, სატრაპეზო და სამედიცინო კაბინეტი. სწავლება ხორციელდება გახანგრძლივებული დღის რეჟიმით, ერთჯერადი კვებით. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 18-ს. ამჟამად სკოლა–გიმნაზიის I-V კლასებში 235 მოსწავლე სწავლობს. სკოლა 2010 წელს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა–კურთხევით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანადგომით, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით და შემოწირულობით დაარსდა,”-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.