ახალი ამბები

კევინ სპეისისადმი სექსუალური ბრალდებების შემდეგ, “House of Cards” სრულდება

31 ოქტომბერი, 2017 • 2225
კევინ სპეისისადმი სექსუალური ბრალდებების შემდეგ, “House of Cards” სრულდება

“ნეტფლიქსმა” სერიალის “ბანქოს სახლი” (House of Cards) დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიამ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სერიალის მთავარი გმირის როლის შემსრულებელი კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშულეს.

მსახიობმა ანტონი რაპმა “ბაზფიდისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა სპეისი მასთან არასასურველი სექსუალური კავშირის დამყარებას 1986 წელს, როდესაც იგი 14 წლის იყო.  ინტერვიუს სპეისმა “ტვიტერზე” უპასუხა და განაცხადა, რომ მას ასეთი ინცინდენტი არ ახსოვს. თუმცა, მისივე თქმით, ასეთი რომც მომხდარიყო, მისი აზრით “ეს ძალიან შეუსაბამო ქცევა მთვრალმა ჩაიდინა”. სპეისის საჯარო განცხადების შემდეგ, 24 საათში, კომპანიამ სერიალის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა. “ბანქოს სახლი” მეექვსე სეზონით დასრულდება, რომელიც 2018 წელს გამოვა.

“გუშინ გაცხადებულის საპასუხოდ ვამბობთ, რომ ორივე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები “ბალტმორში” შეხვდნენ სერიალზე მომუშავე გუნდს და დარწმუნდნენ, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. კევინ სპეისი ამ დროისთვის არ მუშაობს გადასაღებ მოედანზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

“ნეტფლიქსის” პრესსპიკერმა “გარდიანს” განუცხადა, რომ სერიალის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მიიღეს და ეს არ უკავშირდება კევინ სპეისისთან დაკავშირებულ სკანდალს.

“ბანქოს სახლი” 2013 წლიდან გამოდის, სადაც მთავარ როლებს კევინ სპეისი და რობინ რაითი თამაშობენ (ფრენკ და კლერ ანდერვუდები) სერილი პოლიტიკური დრამაა, რომელშიც ნაჩვენებია გზა, რომელსაც წყვილი ოვალურ ოფისში მოსახვედრად გადის. სერიალი ემის 33 ჯილდოზე იყო ნომინირებული და მთავარი როლების შემსრულებლებს მოგებული აქვთ ოქროს გლობუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი