„ბატონ კოპალიანს მივულოცე მისი დანიშვნა. აშკარად მის წინაშე დგას მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ქალაქ ქუთაისს. მას აქვს დიდი გამოცდილება მაღალტექნოლოგიურ სფეროში და ამერიკულ ინდუსტრიაში. ზუსტად ისე, როგორც საქართველო იკავებს სტრატეგიულ ადგილს ახალი აბრეშუმის გზაზე, ქუთაისი განლაგებულია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და შეუძლია მოახდინოს კაპიტალიზაცია ამ პოზიციიდან გამომდინარე მომდევნო წლებში. შევატყობინე მერს მილენიუმის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგანმანათლებლო კომპაქტის დამტკიცების შესახებ და ჩვენ ორივე შევთანხმდით, რომ ქუთაისი უნდა იყოს ის ქალაქი, რომელსაც აქვს ნამდვილად დიდი პოტენციალი, რომ შესთავაზოს ის შესაძლებლობები, რომლებიც აქვს, მაგალითად, უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო სექტორში დიდი რესურსები და ასევე, პროფესიული განათლების სფეროში.“
დიმიტრი კოპალიანის თქმით, ეს იყო ძირითადად გაცნობითი შეხვედრა:
“ჩვენ ვისაუბრეთ ქალაქის შესახებ. მე ვთხოვე მას, რომ დაგვეხმარონ ექსპერტებით. ჩვენ ვისაუბრეთ მილენიუმის პროგრამაზე. შესაძლებელია, რომ ამ მხრივ ურთიერთობები განვითარდეს.”
კოპალიანმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დაიწყო თანამშრომლების მასობრივად დათხოვნის პროცესი და რასაც მოჰყვა დათხოვნილთა პროტესტი, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები ხორციელდება:
„მე სანამ მოვიდოდი, მერიაში რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის პროცესი დაწყებული იყო. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბიუჯეტი. ადმინისტრაციული ხარჯები აღემატება 75-80 პროცენტს. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე არის და ამანაც გამოიწვია რეორგანიზაცია. ორშაბათს მე მქონდა თათბირი და მე, მართალი გითხრათ, ცოტა განაწყენებულიც კი ვარ სამსახურების უფროსებზე. ეს კრება იყო ძალიან შეურაცხმყოფელი. ვიღაცამ სკამს ფეხი დაარტყა, ძალიან არაპროფესიულად მოიქცა. მე არ ვიცი და მე აღელვებული ვარ ცოტა. ყველამ იცის, ვინ ვინ არის და გთხოვთ, ნუ ქმნით პროვოკაციულ სიტუაციებს, მერია არის სამუშაო ორგანიზაცია და ჩვენი მიზანია, რომ რეორგანიზაციით ბიუჯეტს დავეხმაროთ.“