ახალი ამბები

საუდის არაბეთში ქალებს სტადიონებზე შესვლის უფლება ექნებათ

30 ოქტომბერი, 2017 • 1959
საუდის არაბეთში ქალებს სტადიონებზე შესვლის უფლება ექნებათ

მომდევნო წლიდან საუდის არაბათის სამ სტადიონზე გამართულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება ექნებათ ოჯახებს, მათ შორის ქალებს. აღნიშნული სტადიონები საუდის არაბეთის  უმსხვილეს ქალაქებში, ერ-რიადში, ჯიდასა და დამამშია განთავსებული

როგორც BBC იუწყება, საუდის არაბეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სწორედ ამ სტადიონებზე დაიწყება მზადება იმისთვის, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ოჯახების მიღება შეძლონ. ცვლილების ფარგლებში გათვალისწინებულია მონიტორების დამონტაჟება და სხვადსხვა კაფე-რესტრონების გაშენება. დღემდე სტადიონებზე მხოლოდ კაცებისთვის გათვალისწინებული სივრცეები იყო შექმნილი.

ეს რეფორმა თანხვედრაშია  საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის გეგმასთან, რომელსაც ე.წ. “ხედვა 2030″ ჰქვია. პრინცის მიერ გაცხადებული გეგმის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში “ზომიერი ისლამის” დაბრუნებაა, რაც საუდის არაბეთში რიგი სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების წინაპირობა იქნება. მისივე თქმით, საუდის არაბეთის მცხოვრებლების 70% 30 წელს ქვემოთაა და მათ უნდათ “ცხოვრება, რომელშიც რელიგია ტოლერანტობაში გადადის”.

აღსანიშნავია, რომ სტადიონზე ქალები პირველად დაუშვეს ამა წლის სექტემბერში, ერ-რიადში “ნაციონალური დღის” ღონისძიების ფარგლებში. იმავე თვეში ქვეყანამ მიიღო კანონი, რომელიც ქალებს მანქანების ტარების უფლებას აძლევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი