ახალი ამბები

Wizzair მგზავრებს დიდი ზომის ხელბარგის მოსაკრებლისგან ათავისუფლებს

30 ოქტომბერი, 2017 • 1783
Wizzair მგზავრებს დიდი ზომის ხელბარგის მოსაკრებლისგან ათავისუფლებს

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Wizzair”-მა ხელბარგის ახალი პოლიტიკა აამოქმედა, რომელიც ერთ ერთეულ დიდი ზომის ხელბარგზე დამატებითი გადასახადის მოხსნას ითვალისწინებს – ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. გადაწყვეტილება უკვე ამოქმედებულია.

ახალი პოლიტიკის მიხედვით, მგზავრები ბილეთის შეძენის შემდეგ, მოსაკრებლის გადახდის გარეშე, უფლებამოსლინი არიან, თან ჰქონდეთ ერთი ერთეული ხელბარგი, მაქსიმალური ზომით 55x40x23 სმ, რომლის წონა არ აღემატება 10 კილოგრამს.

ამასთან, პრიორიტეტული ჩასხდომის უფლებით მოსარგებლე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთი დამატებითი ხელბარგი აიტანონ ბორტზე, რომელსაც განათავსებენ სავარძლის ქვეშ.  ასეთი ბარგის მაქსიმალური ზომაა 40x30x18 სმ. აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ მგზავრებს, რომლებიც WIZZ Go, WIZZ Plus და WIZZ Privilege Pass სერვისებით სარგებლობენ. პრიორიტეტული ჩასხდომის უფლება მგზავრებს ასევე საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ჩასხდომისას რიგში დგომის აუცილებლობა.

ავიაკომპანია ვიზეარი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 86 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 550 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 43 ქვეყნის 144 ქალქს.

კომპანია  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ჯამში, 17 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი