ახალი ამბები

საუდის არაბეთმა რობოტს მოქალაქეობა მიანიჭა

29 ოქტომბერი, 2017 • 1920
საუდის არაბეთმა რობოტს მოქალაქეობა მიანიჭა

საუდის არაბეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭია. ადამიანის მსგავსი რობოტი სახელად სოფია ინოვაციების კონფერენციაზე წარადგინეს. რობოტი ჰონკონგში 2015 წელს ააწყვეს. ემოციების კუთხით რობოტს შეუძლია სიხარული, მწუხარება და გაბრაზება გამოხატოს.

სოფიას შემქმნელი დევიდ ჰანსონი ირწმუნება, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით რობოტს სახეების ცნობაც შეუძლია.

“ფაიფურის კანი, წვრილი ცხვირი, გამოკვეთილი ყვრიმალები, მაცდური ღიმილი და ღრმა, მეტყველი თვალები,”-ასე აღწერს დევიდ ჰანსონი თავის ქმნილებას.

როგორც გამომგონებელმა Business Insider-ს უთხრა, მისი საბოლოო მიზანია, სოფიამ ადამიანებთან ისე შეძლოს კომუნიკაცია, როგორც ჩვეულებრივმა მეგობარმა.

სოფიას მომავლის საინვესტიცო კონფერენციაზე ინტერვიუც ჰქონდა. მისი თქმით, ადამიანებს ზოგჯერ მასთან საუბარი უფრო მოსწონთ, ვიდრე ნამდვილ ადამიანთან.

კონფერენციაზე გამოსვლისას სოფიამ საუდის არაბეთს მოქალაქეობის მინიჭებისთვის მადლობაც გადაუხადა.

“ისტორიული მომენტია, როცა მსოფლიოში პირველი რობოტი ხარ, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს”,-განაცხადა სოფიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი